ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ქალაქ გიუმრიში ჩავიდა [ფოტო, ვიდეო]

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, მომხრეებთან ერთად, სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა, სადაც აქციას მართავს.

გზად ფაშინიანს მხარდამჭერები ეხვდებოდნენ. ოპოზიციის ლიდერს შეჩერებამ რამდენჯერმე მოუწია.

შეგახსენებთ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები ერევნის ნაცვლად რეგიონებში გაიმართება.