სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა

23:56, 08.01.2023

სომხეთში, ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალის, „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას მიუახლოვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს „დედა სომხეთის“ ძეგლისკენ.

მანამდე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, რომელიც 28 დღეა დაკეტილია, 102-ე ბაზაზე შესასვლელების გადაკეტვას აპირებდენ. დემონსტრანტებმა რუს სამხედროებს ვალდებულების შესრულება და ლაჩინის დერეფნის გახსნა მოსთხოვეს.

მსგავსი