სომხეთში რუსი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

17:35, 11.09.2019

სომხეთში რუსი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა.

ინციდენტი ქალაქ გიუმრიში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სამხედრო მოსამსახურე 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა. მის ცხედარს ჭრილობები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი