უკრაინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
უკრაინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ 21 წლის რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

ვადიმ შიშიმარინს ბრალი ედებოდა ომის კანონების, ჩვეულებების დარღვევაში და სუმის ოლქში 62 წლის უიარაღო პირის განზრახ მკვლელობაში.

 

დატოვე კომენტარი