საფრანგეთში გაიცა რუსი ჩინოვნიკის, რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ვალენტინ ბალახნიჩევის დაპატიმრების ორდერი. ამის შესახებ დაწერა სააგენტო ფრანს პრესმა (AFP).
ასევე ორდერი გაცემულია ალექსეი მელნიკოვის დაპატიმრებაზე, რომელიც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
ამ ორი პიროვნების დაპატიმრება გადაწყდა იმ კორუპციული სისტემის გამოძიების შედეგად, რამაც ხელი შეუწყო რუსი სპორტსმენების მხრიდან დოპინგის მიღებას. ბალახნიჩევმა რუსეთის მძლეოსნობის პრეზიდენტის პოსტი 2015 წლის თებერვალში დატოვა, 2016 წელს კი საერთაშორისო ფედერაციაში სამუშაოს ჩამოაშორეს. უფრო ადრე, გერმანული ტელეარხის ა-ერ-დეს (ARD) მიერ მომზადებულ ფილმში მოთხრობილი იყო ბალახნიჩევისა და მელნიკოვის მონაწილეობის შესახებ რუსი ათლეტების მიერ დოპინგის გამოყენების სქემაში.