რუმინეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარა

17:46, 08.02.2019

რუმინეთის ხელისუფლებამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარა. ამ გზით რუმინეთი ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებს შეუერთდა, რომლებმაც გუაიდო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარეს.

გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად ერთ-ერთმა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა. გუაიდოს აღიარებს საქართველოც. გასულ კვირას კი, მას ევროკავშირის 20 -მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის არიან : ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.

რუმინეთი 2019 წლის მიმდინარე 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ევროკავშირს საერთო პოზიციის დაფიქსირებაში ხელი იტალიამ შეუშალა, რომელიც გუაიდოს აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა.

მსგავსი