რუმინეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარა
რუმინეთის ხელისუფლებამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარა. ამ გზით რუმინეთი ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებს შეუერთდა, რომლებმაც გუაიდო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარეს.
გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად ერთ-ერთმა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა. გუაიდოს აღიარებს საქართველოც. გასულ კვირას კი, მას ევროკავშირის 20 -მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის არიან : ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.
რუმინეთი 2019 წლის მიმდინარე 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ევროკავშირს საერთო პოზიციის დაფიქსირებაში ხელი იტალიამ შეუშალა, რომელიც გუაიდოს აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა.