რუმინეთის საგარეო უწყება - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ
რუმინეთის საგარეო უწყება - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.