რუმინეთის საგარეო უწყება – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
🇹🇩Our deepest condolences to the victims’ families of the devastating landslide in #Shovi #Georgia 🇬🇪. We wish a speedy recovery to all affected & hope for the safe return of the missing. @MFAgovge
— MFA Romania (@MAERomania) August 5, 2023