რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება
საქართველო აკმაყოფილებს ევროკავშირის გაწევრიანებისთვის თითქმის ყველა კრიტერიუმს, – ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელესკანუმ გააკეთა.
„საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. საქართველო პრაქტიკულად აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების უმრავლესობას. ჩვენ ველით ამ პროცესის დაწყების წახალისებას, მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს შეურთდება“, – განცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.