რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერი წარადგინა
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანესმა ქვეყნის მთავრობის ახალი მეთაურის პოსტზე ოპოზიციური ლიბერალური პარტიის ლიდერი ლუდოვიკ ორბანი წარადგინა.
„ევრონიუსის“ ცნობით, ლუდოვიკ ორბანს რუმინეთის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში გარდამავალი მთავრობის ფორმირებას დაავალებენ, რომელიც ქვეყანას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებმადე ჩაუდგება სათავეში.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ვიორიკა დანჩილას უნდობლობა თვის დასაწყისში გამოუცხადა.
რუმინეთის პრეზიდენტმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მთავრობის ფორმირება რაც შეიძლება მალე უნდა მოხერხდეს.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა, გარდამავალი მთავრობის ფორმირებას მხარს არ უჭერს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.