რუმინეთის პრეზიდენტი - მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება.
„მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გაგებით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები და დაიწყება გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი“,- წერს რუმინეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.