რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც მარსელ ჩიოლაკუ უხელმძღვანელებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარსელ ჩიოლაკუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციის წესით დაიკავა.

მთავრობის ახალ შემადგენლობას 290-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 95 დეპუტატი იყო. ახალი შემადგენლობის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუმინიკა ოდობესკუ უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ მარსელ ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ შეეცდება, რუმინელი ხალხის მოლოდინები გაამართლოს, ხოლო პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ახალ მთავრობას წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას ნიკოლაე ჩუკამ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, რუმინეთის პრეზიდენტმა კი მის ნაცვლად მარსელ ჩიოლაკუ დანიშნა.