რუმინეთის ელჩი - რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ კვლავ ასეთი პოზიცია გვექნება
რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ კვლავ ასეთი პოზიცია გვექნება, – ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველო მუშაობს, თავის მოსაზრებას წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.
„საქართველო მუშაობს ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ვიცი, რომ არის წარდგენილი რამდენიმე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში. ევროკომისია თავის მოსაზრებას წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ასევე, იქნება რამდენიმე შუალედური ანგარიში. რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ კვლავ ასეთი პოზიცია გვექნება. გადაწყვეტილება 27 ქვეყნის კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. რუმინეთის პოზიციაა, რომ საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა რუმინეთის ელჩმა.