რუხის საავადმყოფოში სოფელ ლენჯერიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, შუახნის ქალი სოფელ ლენჯერიდან არის. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. პაციენტის მდგომარეობა, ნინო აკობიას თქმით, დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს. ყველა ინფიცირებული ლენჯერის კლასტერიდანაა. კლინიკა დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.