რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.
„58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი 7 ივლისიდან მკურნალობდა რუხის საავადმყოფოში. ის სატვირთო მანქანის მძღოლია და საზღვრის კვეთა ჰქონდა“,- განაცხადა ნინო აკობიამ.
სულ რუხის საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.