რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ქარცივაძის ინფორმაციით, პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტის მეორადი პასუხი ტესტზე გუშინ უარყოფითი იყო. პირველი ტესტი კი დადებითი. პაციენტს დღეს ისევ ჩაუტარდება დღეს ტესტირება და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, რუხის კლინიკას პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
პირველი პაციენტი, 54 წლის ქალბატონი რუხის საავადმყოფოში 5 მაისს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერს, რვა პაციენტი რჩება რუხის საავადმყოფოში, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.