რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ხოლო მეორეს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან ცხრა კოვიდინფიცირებულია, ხოლო ათი პაციენტი ცხელების ცენტრშია მოთავსებული. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მკურნალობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე.