რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 116 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. მათ შორის იყო რუხის საავადმყოფოს ორი პაციენტის საკვლევი მასალა, რომლებიც კლინიკაში კოვიდინფექციის სამკურნალოდ არიან მოთავსებული. ორივეს მათგანის მეორე შუალედური პასუხი კორონავირუსზე ისევ უარყოფითია და ხვალ ორივე დატოვეს საავადმყოფოს. ერთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, მეორეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამასთან, 116 ნიმუშიდან 15 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 41 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ოთხი კარანტინიდან, 52 ფოთის საბაჟოს თანამშრომელი, ოთხი კი, თვითიზოლაციიდან.