რუხის საავადმყოფოში ხვალისთვის კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
რუხის საავადმყოფოში ხვალისთვის კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს შუალედური ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდა 70 წლის კოვიდინფიცირებულ მამაკაცს და პასუხი იყო უარყოფითი.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტს ხვალ ისევ ჩაუტარდება განმეორებით ტესტირება კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
70 წლის მამაკაცს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. ის 17 ივნისიდან მკურნალობს რუხის საავადმყოფოში. სულ რუხის საავადმყოფოში ოთხი პაციენტია. ორი მათგანი კოვიდინფიცირებულია.