რუხის საავადმყოფოში ერთი ინფიცირებული რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, ნინო აკობიას ინფორმაციით, ორ პაციენტს ახალ კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა, მათ შორის იყო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის ტესტები ანტიგენსა და ანტისხეულზე რამდენიმე დღის წინ დადებითი იყო. „პისიარ“ ტესტით აღნიშნულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.