რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტი 17 მაისიდან მკურნალობდა რუხის საავადმყოფოში. ის ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან იყო. ქარცივაძის თქმით, პაციენტი 15 დღით თვითიზოლაციაში გადავა.
რუხის საავადმყოფოში სულ 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა. ამ დროისთვის ყველა გამოჯანმრთელებულია.