რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ოთხი კოვიდინფიცირებულია
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით შეიყვანეს.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.