რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 62 პაციენტი რჩება.
როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მათგან „კოვიდ-19“ 58 პაციენტს აქვს დადასტურებული.
მისი თქმით, რუხის საავადმყოფოში 16 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ზუგდიდიდან შეიყვანეს, ორი კი ხაიშიდან.
18 ახალი ინფიცირებულიდან ხუთი არასრულწლოვანია.
აკობიას განცხადებით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.