რუხის საავადმყოფოში 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

12:03, 24.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 62 პაციენტი რჩება.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მათგან „კოვიდ-19“ 58 პაციენტს აქვს დადასტურებული.

მისი თქმით, რუხის საავადმყოფოში 16 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ზუგდიდიდან შეიყვანეს, ორი კი ხაიშიდან.

18 ახალი ინფიცირებულიდან ხუთი არასრულწლოვანია.

აკობიას განცხადებით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი