რუხის საავადმყოფოს დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, ორივე გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდანაა, ორივე მოზარდია.
ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში რჩება 18 პაციენტი. მათ შორის შვიდი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.