რუხის საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი გვაზავა აცხადებს, რუხის საავადმყოფოში 18 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ხუთი კორონავირუსით ინფიცირებულია. გვაზავას თქმით, ყველას მდგომარეობა სტაბილურია.
სულ რუხის საავადმყოფოს 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავდა, რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა.