რუხის საავადმყოფოს 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რუხის საავადმყოფოს 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში კორონავირუსზე 12 ადამიანის ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, 12 გამოკვლეულიდან შვიდი იყო კლინიკის მედპერსონალი და ხუთი ცხელებით შეყვანილი პაციენტი. მათ შორის ორ პაციენტს, მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება.

ირაკლი გვაზავა აცხადებს, რომ დღესაც მოხდება როგორც მედპერსონალის, ასევე სამი პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე.

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ამ დროისთვის 16 პაციენტია, მათ შორის ოთხი კოვიდინფიცირებული. როგორც კლინიკის დირექტორი ირაკლი გვაზავა ამბობს, ოთხივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.