რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მაიკო ჯანაშიას თქმით, ამ ეტაპზე, რუხის კლინიკაში 63 პაციენტია, მათგან 60 კოვიდინფიცირებული. ექიმის ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე ცნობით, დღეს კლინიკა ერთმა პაციენტმა დატოვა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობას 63 პაციენტი იტარებს. მათ შორის, 60 არის დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და დღის განმავლობაში დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, ისინი არიან ცხელებით შემოსულები, რომლებიც იმყოფებიან კვლევის პროცესში. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ამ ეტაპისთვის, კლინიკაში ორი ადგილი გვაქვს თავისუფალი“,- განაცხადა ჯანაშიამ.