რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მკურნალობს. ოთხი პაციენტიდან ერთი კოვიდინფიცირებულია.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კოვიდინფიცირებული პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია. ის 58 წლის მამაკაცია გორიდან. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ავადმყოფობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში“, – აცხადებს ნინო აკობია.
გუშინ რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 34 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა.