რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში, ბოლო კვირის განმავლობაში ცხელებითა და სხვა რესპირატორული ნიშნების მქონე პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია, – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებულია ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი, ისინი ზუგდიდელი მძღოლის კლასტერიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომავალ კვირას ოთხივეს ჩაუტარდება განმეორებითი ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ქვეყენაში შემოსულ სატვირთო ამვტომობილის მძღოლებს ყოვედღიურ რეჟიმში კლინიკაში, სწრაფი ტესტირება უტარდებათ და ამ დრომდე, ჩატარებული ტესტირებების მიხედვით ყველას პასუხი უარყოფითია.
კლინიკაში ჯამში 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან ოთხი კოვიდინფიცირებულია, ექვსი კი ცხელების სიმპტომის მქონე.