რუხის კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ კლინიკის ცხრა პაციენტს შორის ოთხი კოვიდინფიცირებულია. ხუთი პირი კი, ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით არიან შეყვანილი საავადმყოფოში. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა ცხელებით შეყვანილ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალსა და ტრაილერის რვა მძღოლს, ყველა პასუხი უარყოფითია.