რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 17 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის შვიდი კორონავირუსით ინფიცირებულია
რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში 17 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის შვიდი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.
„რუხის საავადმყოფოში ამ მომენტისთვის მკურნალობს 17 პაციენტი. აქედან შვიდი არის კოვიდ დადასტურებული. ამ შვიდიდან სამი პაციენტი შემოვიდა ჩვენთან გუშინ გვიან საღამოს.
ორი არის მოზარდი და ერთი არის ხანდაზმული ქალბატონი. სტაბილურია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არის გარკვეული ცვლილებები ქალბატონთან, ეს შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაგიას. კლინიკურად ჯერჯერობით კომპენსირებულია მისი მდგომარეობა, გრძელდება მკურნალობა, გრძელდება კვლევები“, – განაცხადა რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
ამასთან, ის განმარტავს, რომ რუხის საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი სამი კოვიდინფიცირებული, ზუგდიდელი, 42 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები არიან.
„სავარაუდოდ ინფიცირება აქედან განხორციელდა“, – აცხადებს ქარცივაძე.
რაც შეეხება ინფიცირებულ მამაკაცს, ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.