რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 11 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი კორონავირუსით ინფიცირებულია
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 პაციენტი იმყოფება. მათ შორის ოთხი პაციენტი კოვიდინფიცირებულია. ოთხივე პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლის კლასტერიდან არის.
როგორც საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი გვაზავა პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთს დღეს მეორე შუალედური ტესტირება ჩაუტარდება კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
სულ, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 13 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.