რუხის კლინიკაში 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში 29 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 13 არის „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან წუხელ ოთხი პაციენტი შეიყვანა რუხის საავადმყოფოში, აქედან სამი არასრულწლოვანია. სამივე 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევებია. ოთხივე პაციენტს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსის შემდგომი გართულებების გარეშე.