რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 23 პაციენტი რჩება, მათგან 13 კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარსივაძემ მიაწოდა.
მისი თქმით ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
13 კოვიდინფიცირებულიდან რვა პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია.