რუკა, რომელიც ირლანდიის გარშემო ჩაძირულ 3554 გემს ასახავს - მათი უმეტესობა იდუმალებითაა მოცული
ირლანდიის ეროვნული ძეგლების სააგენტო სპეციალურ რუკას აქვეყნებს, რომელზეც ასახულია მე-16 საუკუნიდან დღემდე ირლანდიის გარშემო ჩაძირული გემების ადგილმდებარეობა.
რუკაზე დატანილია დაახლოებით 571 000 კვადრატული კილომეტრის აკვატორიაში, ირლანდიის გარშემო და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩაძირული 3 554 გემი. მათი უმეტესობა იდუმალებით არის მოცული.
ცნობილია ზოგიერთი გემის სახელი, დაკარგვის წელი და ჩაძირვის მიზეზი, მაგრამ უმეტესი მათგანის შესახებ ირლანდიის ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს.
რუკაზე დატანილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია ლუზიტანია — ბრიტანული საოკეანეო ლაინერი, რომელიც 1915 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა დანაღმა ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლთ წყლებში.
გემის 1959 მგზავრიდან უმეტესი დაიღუპა. მათ შორის იყო ასზე მეტი ამერიკელი. ამ შეტევამ აშშ საბოლოოდ აიძულა I მსოფლიო ომში ჩართვაში, რომელიც გერმანიის მარცხით დასრულდა.
ყველაზე ახალ გემებს შორის, რუკაზე დატანილია 2017 წელს ჩაძირული 19-მეტრიანი ირლანდიური სარეწაო გემო, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუკაზე დატანილია იმ ჩაძირულ გემთა მხოლოდ ერთი-მეხუთედი, რომელთა შესახებაც ირლანდიის ხელისუფლებას აქვს ცნობები.
სრულიად უცნობია ირლანდიის მიდამოებში ჩაძირული 14 414 სხვა გემის ადგილმდებარეობა.
ინტერაქტიული რუკა შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.