რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც მედია წერს, სტიქია ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები წალეკა და გზები დატბორა. დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორის, ფრანსუა ჰაბიტეგეკოს თქმით, სტიქიამ მათ რეგიონში 95 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 14 პირი ჩრდილოეთ რეგიონში დაიღუპა.