ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ეგვიპტის გავლით, ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული საჰაერო დერეფანი გაიხსნება
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ეგვიპტის გავლით, ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული საჰაერო დერეფანი გაიხსნება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეგვიპტის გავლით, ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული საჰაერო დერეფანი გაიხსნება.

რეისები სავარაუდოდ ამ კვირაში დაიწყება, რაც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებას ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხისთვის.

„ღაზის პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზაში ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი ამ კვირაში შესრულდება. ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს არ შეუძლიათ „ჰამასის ბარბაროსობის“ ფასის გადახდა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.