Reuters - თურქეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი მოასმენინეს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს, ჯინა ჰესპელს თურქეთში ვიზიტისას ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი მოასმენინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყდნობით ავრცელებს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელები აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად მოკლეს და მისი ცხედარი დაანაწევრეს. თურქული მედიის ინფორმაციით, არსებობს ხაშოგის წამების დროს გაკეთებული აუდიოჩანაწერი. საუდის არაბეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა.