როუზ გეტემიულერი- ნატო-ს სამიტზე ავღანეთის მისიის მონაწილე ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული
ავღანეთში, ალიანსის მისიაში მონაწილე ყველა პარტნიორი, ნატო-ს სამიტზე იქნება მიწვეული. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გეტემიულერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„უკვე ცნობილია, რომ სამიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” (RSM) ფარგლებში, აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენ ვეპატიჟებით ავღანეთში, მოქმედებებში მონაწილე უკლებლივ ყველა პარტნიორს“, განაცხადა როუზ გეტემიულერმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქრთველო ავღანეტში ნატო-ს მისიის უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორია.