როსგვარდია მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა.
ზოლოტოვმა აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი კრემლის მოედანზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა იმ სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურების დანაყოფებს, რომლებიც ამბოხის დროს წესრიგის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
ვიქტორ ზოლოტოვის თქმით, პრეზიდენტ პუტინთან როსგვარდიისთვის მძიმე შეიარაღებისა და ტანკების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. როგორც მან აღნიშნა, როსგვარდიის მებრძოლები სწორად მოქმედებდნენ გასულ შაბათ-კვირას შეიარაღებული ამბოხის მცდელობისას.