კანადამ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის პირველი ტანკი უკვე გაუგზავნა
კანადამ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის პირველი ტანკი უკვე გაუგზავნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი წერს.
მისი ცნობით, კანადის მთავრობის მხრიდან უკრაინისთვის დაპირებული ოთხი ტანკიდან პირველი ჰალიფაქსის აეროპორტიდან უკვე გაიგზავნა.
„კანადა უკრაინის ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებას გამარჯვებისთვის საჭირო ტექნიკით“, – წერს კანადის თავდაცვის მინისტრი.
კანადამ უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა და ნება დართო მესამე ქვეყნებსაც, მიეწოდებინათ ისინი კიევისთვის.
Today, an @RCAF_ARC aircraft departed Halifax carrying the first Leopard 2 main battle tank that Canada is sending to Ukraine.
Canada stands with the people of Ukraine – and we’ll continue to provide Ukraine’s Armed Forces with the equipment that they need to win. pic.twitter.com/N1MLq40cL6
— Anita Anand (@AnitaAnandMP) February 4, 2023