ლეგენდარულმა ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო’სალივანმა, რომელმაც ერთი კვირის წინ, ბრიტანეთის ღია პირველობა მოიგო, შოტლანდიის ჩემპიონატის (Scottish Open) მეოთხედფინალი “მშრალი” ანგარიშით – 0:5 წააგო ჯონ ჰიგინსთან.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 9 ნოემბერს, ასეთივე ანგარიშით დათმო მატჩი ო’სალივანთან Champion of Champions-ის ტურნირზე და ახლა, რევანშის აღება მოახერხა.
რონი ო’სალივანმა, რომელსაც ამ სეზონში სამი სარეიტინგო ტურნირი აქვს მოგებული, 2010 წლის ივნისის შემდეგ, პირველად წააგო მატჩი “მშრალი” ანგარიშით.