ბი-ბი-სი-მ საუკეთესო უცხოელი სპორტსმენის პრიზზე ნომინანტები დაასახელა
ბი-ბი-სი-მ საუკეთესო უცხოელი სპორტსმენის პრიზზე ნომინანტები დაასახელა

ტელეკომპანია BBC-მ გამოაქვეყნა 2020 წლის საუკეთესო უცხოელი სპორტსმენის პრემიაზე ნომინანტთა სია.

ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლებენ: შვედი ჭოკით მხტომელი არმან დუპლანტისი, „ლეიკერსის“ ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ამერიკელი გოლფისტი დასტინ ჯონსონი, „ლიონის“ ქალთა გუნდის ფრანგი ფეხბურთელი ვენდი რენარი და ირლანდიელი ქალი მოკრივე კეტი ტეილორი, რომელმაც მჩატე წონაში ორჯერ დაიცვა ოთხი საჩემპიონო ქამარი.

ხმის მიცემა გაგრძელდება 15 დეკემრამდე. ცერენმონია 20 დეკემბერს, BBC-ის პირდაპირ ეთერში მოეწყობა.

უფრო ადრე, BBC-მ გამოაქვეყნა ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტთა სია: რონი ო’სალივანი (სნუკერი), ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1), სტიუარტ ბროდი (კრიკეტი), ჯორდან ჰენდერსონი (ფეხბურთი), ჰოლი დოილი (ცხენოსნობა) და ტაისონ ფიური (კრივი).