ტრამპმა ო'სალივანს ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობის ფინალში მოუგო
ტრამპმა ო'სალივანს ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობის ფინალში მოუგო

სნუკერში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ინგლისელმა ჯად ტრამპმა 2019-20 წლების სეზონში უკვე მესამე ტიტული მოიგო. მან სარეიტინგო ტურნირის – ჩრდილოეთ ირლანდიის ღია პირველობის ფინალში ლეგენდარული თანამემამულე რონი ო’სალივანი დაამარცხა – 9:7.

ჯადმა მოიგო ორი სასტარტო ფრეიმი და ინარჩუნებდა ლიდერობას მატჩის ბოლომდე, თან გზად ოთხი „სენჩური“ შეასრულა.

ორივე სნუკერისტს ჰქონდა მაქსიმალური ბრეიკის შესრულების შანსი. ტრამპმა ამგვარი შესაძლებლობა მეშვიდე და მე-11 ფრეიმში გაუშვა ხელიდან, ო’სალივანმა – მე-12 ფრეიმში.

მე-15 ფრეიმში ო’სალივანმა ფინალში საუკეთესო სერია (135 ქულა) აჩვენა, მაგრამ უკვე შემდეგ პარტიაში ტრამპმა გამარჯვება გაიფორმა.

ჯადისთვის ეს იყო მე-14 ტიტული კარიერაში.

დატოვე კომენტარი