რონი ო'სალივანმა წელს პირველი მატჩი მოიგო
რონი ო'სალივანმა წელს პირველი მატჩი მოიგო

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა რონი ო’სალივანმა წარმატებით დაიწყო გამოსვლა World Grand Prix-ის სარეიტინგო ტურნირში.

44 წლის ინგლისელმა დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი დევიდ გილბერტი. მატჩის ანგარიშია – 4:3. ეს იყო ო’სალივანის პირველი თამაში 2020 წელს.

გადამწყვეტ ფრეიმში რონიმ სენჩური გააფორმა – 129 ქულა. ასევე მის აქტივში იყო 52 და 53-ქულიანი ბრეიკები.

ო’სალივანის მომდევნო მეტოქე იქნება მარკ ალენსა (ჩრდილოეთ ირლანდია) და ლიან ვენბოს (ჩინეთი) შორის მოგებული.

კიდევ ერთ მატჩში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მარკ სელბი სიაო გოდუნთან დამარცხდა – 3:4.

World Grand Prix 9 თებერვლამდე გაგრძელდება.