„ატლანტა“ უკვე რამოდენიმე სეზონია ცდილობს, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი კოლექტივი, რომელიც პლეი ოფის საგზურისთვის შეძლებს ბრძოლას. „ჰოუქსის“ ხელმძღვანელობა ახალი სეზონის დაწყებამდე სავარაუდოდ საფუძვლიან საკადრო ცვლილებებს განახორციელებს. პირველი ნაბიჯი გუნდმა უკვე გადადგა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანი გამთამაშებელი რაჟონ რონდო „ატლანტას“ მოელაპარაკა და ახალ გუნდთან 2-წლიანი, 15-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტრაეი იანგისა და რონდოს ხილვა ერთ გუნდში საინტერესო იქნება. რონდომ გასულ სეზონში „ლეიკერსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რეგულარულში ის მატჩში საშუალოდ 7.1 ქულასა და 5 პასს აგროვებდა. მოედანზე კი 20.5 წუთს ატარებდა.