„ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია, „გოლდენ სტეიტს“ „საკრამენტოსთან“ მეშვიდე შეხვედრა ელის [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში (NBA) დასასრულს უახლოვდება პლეი ოფის პირველი რაუნდი. გამთენიისას დასავლეთ კონფერენციის ნახვერფინალში გამსვლელი მესამე გუნდის ვინაობაც გახდა ცნობილი.

სერიის მეექვსე შეხვედრაში ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ საკუთარ დარბაზში „მემფისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 125:85. კალიფორნიელთა რიგებში საუკეთესო დიანჯელო რასელი იყო 31 ქულით, ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა მოაგროვა, ხოლო ენტონი დევისიმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 14 მოხსნა. სტუმართა გუნდს სანტი ალდამამ ულიდერა 16 ქულით. საერთო ჯამში, „მემფისის“ წარუმატებლობა გუნდის ლიდერების, ჯა მორანტისა (10 ქულა) და ჯარენ ჯექსონ ჯუნიორის (14 ქულა, 4 მოხსნა) უფერულმა ასპარეზობამ განაპირობა. ასე რომ, 4:2 სერიაში და კალიფორნიელები ნახევარფინალში არიან.

„ლეიკერსის“ მეტოქის ვინაობა „გოლდენ სტეიტსა“ და „საკრამენტო კინგსს“ შორის სერიაში გაირკვევა, რომლის მეექვსე შეხვედრას მოქმედმა ჩემპიონმა უმასპინძლა. თამაში სრულად სტუმართა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე გამარჯვებით დასრულდა – 118:99. „საკრამენტოს“ რიგებში საუკეთესო მალიკ მონკი იყო 28 ქულით, დე’აარონ ფოქსმა 26 ქულა და 11 შედეგიანი პასი მოაგროვა. ,,გოლდენ სტეიტიდან” პარკეტზე გამორჩეული სტეფ კარი გახლდათ 29 ქულით. ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (3:3) და გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი 30 აპრილს ,,საკრამენტოს’’ მოედანზე შედგება.

უკვე გარკვეულია აღმოსავლეთ კონფერენციის ორივე ნახევარფინალური წყვილი. „ნიუ იორკ ნიქსი“ „მაიამი ჰიტს“ შეხვდება, ხოლო „ბოსტონ სელტიქსი“ – „ფილადელფიას“.