რონდო „ატლანტას“ კალათბურთელია
რონდო „ატლანტას“ კალათბურთელია

„ატლანტა“ უკვე რამოდენიმე სეზონია ცდილობს, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი კოლექტივი, რომელიც პლეი ოფის საგზურისთვის შეძლებს ბრძოლას. „ჰოუქსის“ ხელმძღვანელობა ახალი სეზონის დაწყებამდე სავარაუდოდ საფუძვლიან საკადრო ცვლილებებს განახორციელებს. პირველი ნაბიჯი გუნდმა უკვე გადადგა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანი გამთამაშებელი რაჟონ რონდო „ატლანტას“ მოელაპარაკა და ახალ გუნდთან 2-წლიანი, 15-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრაეი იანგისა და რონდოს ხილვა ერთ გუნდში საინტერესო იქნება. რონდომ გასულ სეზონში „ლეიკერსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რეგულარულში ის მატჩში საშუალოდ 7.1 ქულასა და 5 პასს აგროვებდა. მოედანზე კი 20.5 წუთს ატარებდა.